მოქალაქეებს, რომლებიც ბათუმში დაღუპული ბავშვების ოჯახების მხარდასაჭერად შეიკრიბნენ, კვერცხები და მანდარინი დაუშინეს

16.02.25 19:49
მოქალაქეებს, რომლებიც ბათუმში დაღუპული ბავშვების ოჯახების მხარდასაჭერად შეიკრიბნენ, კვერცხები და მანდარინი დაუშინეს

მოქალაქეებს, რომლებიც ბათუმში დაღუპული ბავშვების ოჯახების მხარდასაჭერად შეიკრიბნენ, კვერცხები და მანდარინი დაუშინეს. აღნიშნული მათ საცხოვრებელი კორპუსის ფანჯრებიდან ესროლეს. არადა, აქციაზე ადამიანები მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად იყვნენ მისულები. 

მომხდარის შემდეგ აქციის მონაწილეებმა ადგილზე პოლიცია გამოიძახეს და რეაგირება მოსთხოვეს.

აქ ყრია, რაც ისროლეს. ხალხს ლამის თავში მოარტყეს და შეიძლება, მოეკლათ, იმ სიმაღლიდან ისროლეს. უკან იდგა პოლიცია და არაფერი მოიმოქმედა, - ამბობს მოქალაქე.   

შეგახსენებთ, რომ მოქალაქეები დღეს ბათუმში დაღუპული ბავშვების ოჯახების მხარდასაჭერად ეკონომიკის სამინისტროსთან შეიკრიბნენ და აქცია გამართეს. ისინი ბავშვების გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას სახელმწიფოს აკისრებენ და მოითხოვდნენ, დაისაჯონ მომხდარში დამნაშავე პირები.