ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან მოქალაქეებს ყვავილები და სათამაშოები მიაქვთ
პროტესტის 81 დღეს მოქალაქეები ბათუმში, ისევ აჭარის მთავრობის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ. ადგილობრივები თორნიკე რიჟვაძისგან განმარტებებს ითხოვენ. აინტერესებთ, რომელი სამსახური და რა ინტენსიურობით მუშაობდა „ოცნების ქალაქში“, სადაც სოციალურად დაუცველები ბავშვებთან ერთად ცხოვრობენ.
თორნიკე რიჟვაძის სამსახურის წინ მოქალაქეებმა ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ ყვავილები მიიტანეს და სანთლები დაანთეს. მათ ამ ფორმით დაღუპული მცირეწლოვნების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადეს.
თორნიკე რიჟვაძე დღეს არსად გამოჩენილა. არ გამოჩენილა არც ბათუმის მერი, არსად ჩანს მუნიციპალური ინსპექციის უფროსიც. არადა, სწორედ არჩილ კონცელიძის უწყების პასუხისმგებლობა იყო, რომ "ოცნების ქალაქში" უსაფრთხოების წესები დაცული ყოფილიყო.
"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე ,რომელიც ამ წუთებში ბათუმში, აქციაზე მიყოფება, მომხდარზე სრულ პასუხისმგებლობას "ქართულ ოცნებას" აკისრებს.
ყოველი ტრაგედიის დროს, „ქართული ოცნება“ ცდილობს, გააჩუმოს ხალხი და უთხრას, რომ ახლა ამის დრო არ არის. ამიტომ, სინამდვილეში, ყველა მიზეზი, რატომაც ხდება ეს ტრაგედიები, არის პოლიტიკური. პოლიტიკურია ისიც, რომ ზედამხედველობის სამსახური არ მუშაობს, რომ 209 ათასი ლარი დახარჯეს 6 დღის წინ ზუსტად იმავე ადგილზე და სხვათაშორის, ის სცენა, რომელზეც კობახიძე და თორნიკე რიჟვაძე იდგნენ, იყო შემოღობილი, ერთადერთი მიზეზის გამო, რომ იქ უცხო ადამიანები არ მოახვედრილიყვნენ. ეს ღობეც მოხსნეს და დატოვეს ის ორმოები, სადაც დაიღუპა და ჩაიხჩო ორი ბავშვი. ერთადერთი რამაა, თუ გვინდა, რომ ეს ტრაგედიები არ მოხდეს, უნდა მოვითხოვოთ პასუხები იმ დანაშაულების გამო, რასაც იწვევს კორუფცია და უპასუხისმგებლობა, - ამბობს ირაკლი კუპრაძე.
სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის დედა ამბობს, რომ დევნილებს "ოცნება" იმის საშუალებასაც არ აძლევს, რომ დაღუპული ბავშვების მშობლებს სამძმარი გამოუცხადონ.
პასუხისმგებლობას კი არ იღებენ თავის თავზე, ხალხი რომ არ მივიდეს და სამძიმარი უთხრას, იქ მოაგროვეს ისეთი ხალხი და სამძიმრის თქმის საშუალებას არ აძლევენ ხალხს, რომ ბინებს არ მოგვცემენო...გული მწყდება იმ დედის, იმ ნათესავების გულში ჩამახედა. თბილისში ხომ აგერ 16 წლის ბიჭი დაიღუპა და არავინ პასუხისმგებელი არ არის, - ამბობს სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის დედა.
ვრცლად ნახეთ ნატო გოგელიას ჩართვაში.