რაც "ოცნების" დაუდევრობის გამო ადამიანები დავკარგეთ, ამდენი ომში არ იკარგება - ნადიმ ხმალაძე

16.02.25 21:12
რაც "ოცნების" დაუდევრობის გამო ადამიანები დავკარგეთ, ამდენი ომში არ იკარგება - ნადიმ ხმალაძე

რაც "ოცნების" დაუდევრობის გამო ადამიანები დავკარგეთ, ამდენი ომში არ იკარგება, - ასე აფასებს ქართველი მებრძოლი ნადიმ ხმალაძე ბათუმში დატრიალებულ ტრაგედიას. ხმალაძე, რომელიც ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე აქციაზე იმყოფება ამბობს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში ქვეყანაში ტრაგედია ტრაგედიაზე ხდება.

ომით გვაშინებენ. იცით, რა გამოვთვალე? მებრძოლი ვარ და ჩემი გონება იქეთ მიდის. პროცენტულად სამ მილიონიან ქვეყანაში, რაც ესენი მოვიდნენ და ჩვენ ამ უბედურებებით, მათი დაუდევრობების გამო უბედურებებით ხალხი დავკარგეთ, ზოგჯერ ომში ამდენი ადამიანი არ იკარგება, - ამბობს ნადიმ ხმალაძე. 

ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ორი არასრულწლოვანი თხრილში ჩავარდა და დაიღუპა. 5 და 7 წლის ბავშვებს  4 საათის განმავლობაში ეძებდნენ, ისინი  სწორედ თხრილში იპოვეს.   

ოპოზიცია და კორუფციის მკვლევარები მომხდარზე პასუხისმგებლობას აჭარის მტავრობას აკისრებს.