ადგილობრივი ინვესტიციები იზრდება, საქართველო სტაბილურობის, სიმშვიდისა და განვითარების კუნძულია - ნათია თურნავა

16.09.21 15:29
ადგილობრივი ინვესტიციები იზრდება, საქართველო სტაბილურობის,  სიმშვიდისა და განვითარების კუნძულია - ნათია თურნავა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას, ინფორმაციით, საქართველოში ადგილობრივი ინვესტიციები იზრდება, რადგან ქვეყანა სტაბილურობის, სიმშვიდისა და განვითარების კუნძულია.

ადგილობრივი ინვესტიციები იმიტომ იზრდება, რომ განცდა აქვს ჩვენს ბიზნესს, რომ მიუხედავად პანდემიისა, მომავალი არის დადებითი, ენდობა პოლიტიკას, ვითარებას, ვაქცინაციის მაღალ ტემპს და აინვესტირებს, რისი განცდაც შეიძლება, არ ჰქონდათ სხვადასხვა ქვეყნის ინვესტორებს, იმიტომ, რომ ინვესტორები გახდნენ უფრო ფრთხილები, გამომდინარე გლობალური პრობლემებისა, რაც არის.

თითოეულ კონკრეტულ ქვეყანასთან ჩვენ ინდივიდუალურად უნდა ვიმუშაოთ, იმისთვის, რომ დავარწმუნოთ, რომ კი, პანდემიაა, გლობალური მოულოდნელობებია და ბოლომდე განჭვრეტადი არ არის მომავალი, მაგრამ საქართველო არის სტაბილურობის, სიმშვიდისა და განვითარების კუნძული - აცხადებს ნათია თურნავა.