"კრიმინალების" შურისძიება გარდაბანში - "პირველებმა" ახალი ვიდეო-მტკიცებულებები მოიპოვა
"კრიმინალების" შურისძიება გარდაბანში - მირზოევების საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო მოქმედებები თითქმის დასრულებულია - ამ წუთებში, მანქანა, რომელიც გუშინ გვიან ღამით გადაწვეს, ექსპერტიზაზე გადააქვთ. "პირველებმა" მოიპოვა კიდევ ორი ვიდეო-მტკიცებულება, სადაც ჩანს, რომ ღამის 03:06 წუთზე ტერიტორიაზე 2 პიროვნება გადაადგილდება, რაც იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ ადამიანს, რომელმაც მანქანას ბენზინი გადაასხა და დაწვა, დანაშაულის ადგილზე თანამზრახველი ჰყავდა.
სავარაუდო დამნაშავის კადრები, რომელმაც გარდაბანში ბიზნესმენის ავტომობილი ააფეთქა, გომელაურის პოლიციას აქვს, თუმცა ჯერჯერობით არავინ დაუკავებია.
დილიდან კი ადგილობრივები ქუჩაში დგანან და შველას ითხოვენ. ხალხი რეგიონში სისტემატურ ბიზნეს რეკეტზე, მუქარას და ფულის გამოძალვაზე საუბრობს - ამბობენ რომ ე.წ. ქურდულ საერთოში ფულის მიტანას მემწვანილესაც კი "ოცნებასთან" დახლოებული ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ელმურაზ მამედოვი და მის "ბანდა" აიძულებს. ისინი კი ვინც "შავი სამაყაროსთვის" ხარკის გადახდაზე უარს ამბობს, ჯერ მუქარის, შემდეგ კი სასტიკი ანგარიშსწორების სამიზნე ხდება.
გარდაბანში ბიზნესმენის მანქანას ცეცხლი ღამის 4 საათზე წაუკიდეს. “პირველების" მიერ მოპოვებულ კადრებში პირდაპირ ჩანს, როგორ შედის ალაზირ მირზაევის ეზოში გადაცმული პირი ასხამს ბენზნის მის ავტომობილს და როგორ ფეთქდებდა მანქანა ეზოში, სადაც არასრულწლოვნები ცხოვრებენ.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 181-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თანხის გამოძალვას და ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.