სინდისის პატიმარმა 38 დღიანი შიმშილობა შეწყვიტა - მზია ამაღლობელი რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს
სინდისის პატიმარმა 38 დღიანი შიმშილობა შეწყვიტა. უკანონო ტყვეობაში მყოფი ჟურნალისტი რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს. "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის გადაწყვეტილება საზოგადოებას მისმა კოლეგებმა გააცნეს. მზია ამაღლობელი, რომელიც დაკავების შემდეგ სამმართველოში დამცირებისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა, თვლის, რომ მოქალაქეები მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე არ უნდა წუხდნენ.
მზია ამაღლობელს ახლა ექიმების განსაკუთრებული მეთვალყურეობა სჭირდება. მისი მდგომარეობა ნებისმიერ დროს შეიძლება გართულდეს. უნდა გაიწეროს კვების აღდგენის გეგმა და გაგრძელდეს მკურნალობა. ის რამდენიმე კვირის განმავლობაში კვლავ "ვივა მედში" დარჩება და ამის შემდეგ გადაწყდება, როდის დააბრუნებენ მას რუსთავის იზოლატორში.
"პირველების" მოპოვებულმა კადრებმა კი შესაძლოა, მზია ამაღლობელის საქმე სრულად შემოატრიალოს. ჟურნალისტის დაკავებიდან 55 წამში გადაღებული ვიდეომასალა ირაკლი დგებუაძის ნათქვამს სრულად აბათილებს. ბათუმის პოლიციის უფროსი ამტკიცებს, რომ სილის გაწვნის შემდეგ მან მარჯვენა ლოყა-ყურის მიდამოში ტკივილი განიცადა და აუწითლდა. ინციდენტიდან, დაახლოებით, 2 საათის შემდეგ, დაკითხვის დროს ამბობდა, რომ სიწითლე ლოყასა და ყურზე ვიზუალურად იმ დროსაც აღენიშნებოდა, ამ კადრებში კი საერთოდ არ ჩანს, რომ მას ლოყა აწითლებული აქვს.
ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.