საქართველოს რკინიგზა, სავარაუდოდ, 47 მოძველებული ლოკომოტივის რემონტს ოკუპანტ ქვეყანას ანდობს

18.02.25 21:12
საქართველოს რკინიგზა, სავარაუდოდ, 47 მოძველებული ლოკომოტივის რემონტს ოკუპანტ ქვეყანას ანდობს

საქართველოს რკინიგზა, სავარაუდოდ, 47 მოძველებული ლოკომოტივის კაპიტალურ რემონტს ოკუპანტ ქვეყანას ანდობს. არადა, შეეძლო 4 მილიონის დაზოგვა თუ ხეშეკრულებას ევროპულ კომპანიასთან გააფორმებდა, რომლის ვაგონშემკეთებელი ქარხნები უკრაინაში და ლატვიაშია, თუმცა "სკინესტ რეილ ჯორჯიას" აბსურდული მიზეზით ტენდერიდან დისკვალიფიკაცია მისცეს და უალტერნატივო აღმოჩნდა "შპს გეორგია", რომელიც ვაგონებს ჩელიაბინსკში შეაკეთებს.

ქართული კომპანია, რომლის გავლითაც ასობით მილიონი ლარი რუსეთში გადაირიცხება, საქართველოს რკინიგზასთან 2023 წელსაც თანამშრომლობდა. მაშინ ეს თანამშრომლობა კრახით დასრულდა, რადგან აღებული 80 მილიონი დოლარით შპს „გეორგიამ“ ლოკომოტივების შესყიდვა რუსული სანქცირებული კომპანიისგან სცადა, რის გამოც ქართული მხარე იძულებული გახდა, ხელშეკრულება გაეწყვიტა. მიუხედავად ამ ცუდი გამოცდილებისა, საქართველოს რკინიგზამ "გეორგიასთან" თანამშრომლობა 2025 წელს კიდევ ერთხელ გადაწყვიტა.

ევროპული კომპანიის დოკუმენტაცია საქართველოს რკინიგზამ ორი მისამართის გამო დაახარვეზა. "სკინესტ რეილ ჯორჯიას" უკრაინაშია რეგისტრირებული, თუმცა ლოკომოტივებს ლატვიაში მდებარე ქარხანაში არემონტებს. ამ მიზეზით კომპანიის დისკვალიფიკაცია და ერთადერთ ალტერნატივად იმ კომპანიის დატოვება ვინც ამერიკის, დიდი ბრიტანეთის ევროპის მიერ სანქცირებულ ქარხნებთან თანამშრომლობს კორუფციასთან დაკავშირებით ბევრ კითხვას აჩენს.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.