რუსმა ოკუპანტებმა სოფელ კირბალიდან ადგილობრივი მწყემსი გაიტაცეს

16.09.21 06:26
რუსმა ოკუპანტებმა სოფელ კირბალიდან ადგილობრივი მწყემსი გაიტაცეს

გორის რაიონის სოფელ კირბალიდან რუსმა ოკუპანტებმა ადგილობრივი მწყემსი, ზურაბ დოთიაშვილი გაიტაცეს. ინფორმაციას ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში ავრცელებს. ქაცარავას ინფორმაციით, შემთხვევა ერთი საათის წინ მოხდა. 

გორის რაიონის სოფელ კირბალიდან ახლახანს, დაახლოებით 1 საათის წინ, რუსმა ორკებმა ადგილობრივი მწყემსი, ზურაბ დოთიაშვილი გაიტაცეს. 
გატაცება ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორიიდან მოხდა. 
რამდენიმე წუთში გატაცების ადგილზე ვიქნებით, - წერს ქაცარავა.