ბილეთი მოსკოვის მიმართულებით და თაიგულები მსახურების ფოტოებით - როგორ ულოცავენ სტუდენტები იუბილეს ოლიგარქს
თოჯინები, ბილეთი მოსკოვის მიმართულებით და თაიგულები მსახურების ფოტოებით - ასე მიულოცეს სტუდენტებმა ოლიგარქს დაბადების დღე. ახალგაზრდებმა აქცია-პერფორმანსი ილიაუნთან გამართეს. ახალგაზრდებმა ივანიშვილს სიმღერაც მიუძღვნეს. სტუდენტები გეგმავენ, ოლიგარქს კონსტიტუციის წიგნიც აჩუქონ.
ივანიშვილს ვუსურვებ, იცხოვროს კარგად ბედნიერად შორს, რუსეთში, მოსკოვში თავის სახლში, სწორედ ამიტომ ვაჩუქეთ მოსკოვის ბილეთი, სადაც წასვლის დრო არის, მაგრამ დაბრუნების არ არის, იმიტომ, რომ ივანიშვილი ამ ქვეყანასი აღარასდროს უნდა დაბრუნდეს, იმიტომ, რომ ის არის კრიმინალი, დამნაშავე და მიზეზი ყველაფრის, რაც ამ ქვეყანაში ხდება, - ამბობს სტუდენტი.
პერფორმანსის შემდეგ ახალგაზრდები გეგმავენ, რუსთაველის გამზირზე პროტესტს შეუერთდნენ.
რა ხდება ილიაუნთან ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის ჩართვაში.