ცემაზე დავალება, აბუ-დაბის შემდეგ, მე მგონი გაცემული იყო - ლაშა გაბიტაშვილი

18.02.25 22:37
ცემაზე დავალება, აბუ-დაბის შემდეგ, მე მგონი გაცემული იყო - ლაშა გაბიტაშვილი

ცემაზე დავალება, აბუ-დაბის შემდეგ, მე მგონი გაცემული იყო. საკითხი იდგა, მე როდის დავბრუნდებოდი, რომ ეს განხორციელებულიყო, - ამის შესახებ ლაშა გაბიტაშვილმა გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.

გაბიტაშვილი აბუ-დაბიში მომხდარსა და თბილისის თავდასხმას შორის პარალელს ავლებს და ამბობს, რომ ორივე ერთი-ერთში ერთნაირად მიმდინარეობდა, მცირე განსხვავებებით.

„უბრალოდ, იქ არ ჰქონდათ ნიღბები, ვიდეოს ჩაწერა თვითონ განახორციელეს და გაავრცელეს“, - ამბობს გაბიტაშვილი.

რაც შეეხება პარალელის გავლებას აქაურ „ტიტუშკებსა“ და იმ როლს, რაც აბუ-დაბიში დეპუტატებმა მოირგეს, ის ერთი-ერთში იმეორებს იმ ქცევას, რაც თბილისში მოხდა. უბრალოდ, იქ არ ჰქონდათ ნიღბები, ვიდეოს ჩაწერა თვითონ განახორციელეს და გაავრცელეს, შემდეგ კი კადრი იქ შეწყვიტეს, სადაც ჩემი უკუკავშირი ნახეს, შესაბამისად, თბილისში მომხდარი თავდასხმის ერთ-ერთი მონაწილეც ცდილობდა გადაეღო კადრი. არ ვიცი მერე ეს კადრები ვისთან მიდის, ალბათ რეპორტივით აღიქმება, რომ ჩაბარებულია და ბონუსიც ასე გაიცემა.

ცემაზე დავალება, აბუ-დაბის შემდეგ, მე მგონი გაცემული იყო. საკითხი იდგა, მე როდის დავბრუნდებოდი, რომ ეს განხორციელებულიყო. მიუხედავად იმის, რომ ეს კავშირი არსებობს, არავინ გაითვალისწინეს, პირიქით, პროკურატურა და შსს დარტყმის ქვეშ დააყენეს, რადგან მათ ამ საქმის გამოძიება რ შეუძლიათ“, - განაცხადა გაბიტაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები