რუსმა ოკუპანტებმა სოფელ კირბალიდან გატაცებული მწყემსი გაათავისუფლეს

16.09.21 18:39
რუსმა ოკუპანტებმა სოფელ კირბალიდან გატაცებული მწყემსი გაათავისუფლეს

სოფელ კირბალიდან გატაცებული მწყემსი რუსმა ოკუპანტებმა გაათავისუფლეს. 

ტვ პირველის ინფორმაციით, ზურაბ დოთიაშვილი, ამ წუთებში შიდა ქართლის სამხარეო პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფება.

საქართველოს მოქალაქის გათავისუფლების ფაქტს ადასტურებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც.

ზურაბ დოთიაშვილი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დღეს გაიტაცეს. ინფორმაცია ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენელმა, დავით ქაცარავამ, გაასაჯაროვა.