ტელეკომპანია “პირველი “ ახალი ამბების სამსახურის ოპერატორის დაუყონებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

19.02.25 01:33
ტელეკომპანია “პირველი “ ახალი ამბების სამსახურის ოპერატორის დაუყონებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

ტელეკომპანია “პირველი “ განცხადებას ავრცელებს და ახალი ამბების სამსახურის ოპერატორის დაუყონებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.

“ეს ქმედება არის დამოუკიდებელი მედიის დაშინების მცდელობა, რათა ჟურნალისტებმა და ტელეოპერატორებმა ვეღარ შეძლონ პროფესიული მოვალეობის შესრულება“, - წერია განცხადებაში.

ლაშა ჯიოშვილის გატაცებიდან, საათნახევრის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინსიტრომ განაცხადა, რომ ლაშა დაკავებულია ადმინსიტრაციული წესით.

ამ დრომდე მალავენ იზოლატორს, სად არის გადაყვანილი ლაშა. იზოლატორის დამალვა აჩენს ეჭვს, რომ ის არის ნაცემი, ან ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას, “ტვ პირველი“ მოითხოვს დაუყონებლივ გათავისუფლეს ტვ პირველის ოპერატორი უკანონო პატიმრობიდან.  

დაკავება მოხდა ათობით თვითმხილველის და ვიდეოკამერის წინ, არც ერთი ვიდეომასალა არ ასახავს რაიმე უკანონო ქმედებას, რომელიც ლაშამ ჩაიდინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ეს ქმედება არის დამოუკიდებელი მედიის დაშინების მცდელობა, რათა ჟურნალისტებმა და ტელეოპერატორებმა ვეღარ შეძლონ პროფესიული მოვალეობის შესრულება“, - აღნიშნულია განცხადებაში.