ჩემი მიზანია, ახლა ვიპოვო ლაშა ჯიოშვილი და მოვინახულო - “ტვ პირველის“ იურისტი
“ტვ პირველის“ იურისტი, თორნიკე მიგინეიშვილი ამბობს, რომ ახლა მისი მთავარი მიზანია, იპოვოს თუ სად იმყოფება „ტვ პირველის“ ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილი, რათა მისი მონახულება შეძლოს და გაარკვიოს, ხომ არ მოხდა მასზე რამე უკანონო ქმედება სამართალდამცველების მხრიდან.
მიგინეიშვილის თქმით, ინფორმაცია ოპერატორის შესახებ, შესაძლოა, აქვთ მხოლოდ იმ ადამიანებს, ვინც ის გაიტაცა.
ჩვენ არაფერი ვიცით რეალურად. ინფორმაცია ჩვენი ოპერატორის შესახებ, შესაძლოა, აქვთ მხოლოდ იმ ადამიანებს, ვინც ის გაიტაცა. ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია ოფიციალური წესითაც და სატელეფონო საუბრითაც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რომელსაც უკვე გამოძიება უნდა დაეწყო.
ასევე ინფორმაცია მიწოდებულია სახალხო დამცველთან. ყველა იზოლატორში დავრეკეთ, თუმცა, არცერთში არ აღმოჩნდა.
ყოველი წუთას, რაც ახლა ოზოლატორში შესახლებმადე იქნება, ლაშა შესაძლოა, იყოს არაადამიანური მოპყრობის,ან რაიმე უკანონო მოქმედებების მსხვერპლი სამართალდამცველების მხრიდან. ჩემი მიზანია, ახლა ვიპოვო ეს ადამიანი და მოვინახულო“, - ამბობს იურისტი.
ცოტა ხნის წინ, პოლიციამ “ტვ პირველის“ ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი გაიტაცა - შემთხვევა თბილისში, ელბაქიძის დაღმართის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
სავარაუდოდ, ის აქციიდან ბრუნდებოდა, როცა უცნობმა პირებმა სასტუმრო "რადისონთან" მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს.
ფაქტის ამსახველი ვიდეო თვითმხილველმა გადაიღო და სოციალურ ქსელში გაავრცელა.
მოქალაქეები, რომლებიც გატაცების ფაქტს შეესწრნენ, ცდილობდნენ პოლიციისთვის ხელი შეეშალათ, თუმცა ჯიოშვილის წაყვანა მათ მაინც მოახერხეს.