“ტვ პირველის“ იურისტი ლაშა ჯიოშვილს ზაჰესის იზოლატორში მოინახულებს

19.02.25 03:02
“ტვ პირველის“ იურისტი ლაშა ჯიოშვილს ზაჰესის იზოლატორში მოინახულებს

“ტვ პირველის“ დაკავებულ ოპერატორს, ლაშა ჯიოშვილს ადვოკატი, თორნიკე მიგინეიშვილი ცოტა ხანში მოინახულებს.

ადვოკატი იმედოვნებს, რომ მისი მოლოდინები არ გამართლდება და მას არაადამიანური მოპყრობის ნიშნები არ ექნება.

დაგვიკავშირდა სახალხო დამცველის აპარატი და გვითხრა, რომ მიყვანილი ჰყავდათ ზაჰესში. 

იმედი მაქვს ჩემი მოლოდინები არ გამართლდება და მას არ ექნება არაადამიანური მოპყრობის ნიშნები, - განაცხადა მიგინეიშვილმა.

ცოტა ხნის წინ, პოლიციამ “ტვ პირველის“ ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი გაიტაცა -  შემთხვევა თბილისში, ელბაქიძის დაღმართის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

სავარაუდოდ, ის აქციიდან ბრუნდებოდა, როცა უცნობმა პირებმა სასტუმრო "რადისონთან" მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს.

ფაქტის ამსახველი ვიდეო თვითმხილველმა გადაიღო და სოციალურ ქსელში გაავრცელა.

მოქალაქეები, რომლებიც გატაცების ფაქტს შეესწრნენ, ცდილობდნენ პოლიციისთვის ხელი შეეშალათ, თუმცა ჯიოშვილის წაყვანა მათ მაინც მოახერხეს.

რამდენიმე საათის განმავლობაში გატაცებული ჯიოშვილის ადგილმდებარეობა უცნობი იყო, ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ ის ზაჰესის იზოლატორში იმყოფებოდა.