წყალდიდობა ქობულეთში- ძლიერი წვიმებისა და სანიაღვრე სისტემის გაუმართავობის გამო სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია

16.09.21 20:02
წყალდიდობა ქობულეთში- ძლიერი წვიმებისა და სანიაღვრე სისტემის გაუმართავობის გამო სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია

ძლიერმა წვიმამ გადაადგილების პრობლემა შექმნა ქობულეთში. აღმაშენებლის ქუჩაზე სანიაღვრე სისტემის გაუმართავობის გამო წყალმა გზადკეცილი და ტროტუარები დაფარა, რის გამოც მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა შექმნა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ქობულეთში ,,ნაცმოძრაობის" საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატი, ლაშა კომახიძე, ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, მდინარე აჭყვას ადიდების შედეგად წარმოქმნილი წყლის დიდი რაოდენობა სანიაღვრე სისტემამ გაუმართავობის გამო ვერ გაატარა, რამაც სატრანსპორტო კოლაფსი გამოიწვია.