"ტვ პირველის" ოპერატორი რეჟიმის განაჩენის მოლოდინში - ლაშა ჯიოშვილი ამ დრომდე ზაჰესის იზოლატორში რჩება

19.02.25 11:14
"ტვ პირველის" ოპერატორი რეჟიმის განაჩენის მოლოდინში - ლაშა ჯიოშვილი ამ დრომდე ზაჰესის იზოლატორში რჩება

"ტვ პირველის" ოპერატორი რეჟიმის განაჩენის მოლოდინში - აქციიდან გატაცებული ლაშა ჯიოშვილი გომელაურის პოლიციას ამ დრომდე ზაჰესის იზოლატორში ჰყავს გამოკეტილი. ტელეოპერატორს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან, მაგრამ რის საფუძველზე გაურკევევლია. ჯიოშვილთან რამდენიმე საათში უფლებადამცველი შევა. 

გომელაურის ნიღბიანმა რაზმებმა ჯიოშვილი ელბაქიძის ქუჩიდან ძალის გამოყენებით იმ დროს გაიტაცეს, როდესაც აქციიდან სახლში ბრუნებოდა. რამდენიმე საათის განმავლობაში ჩვენი ოპერატორი პოლიციას გადამალული ჰყავდა, არ აძლევდნენ ადვოკატთან და ოჯახთან კომუნიკაციის უფლებას, ემუქრებოდნენ, სთხოვდნენ ტელეფონს, არ განუმარტეს უფლებები და დაკავების დროს ხელზე მიაყენეს დაზინება.

ტელეოპერატორის ადგილმდებარეობის გარკვევას "ტვ პირველი" თითქმის მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდა. მასთან შეხვედრა ადვოკატმა მხოლოდ გამთენიისას მოახერხა.