"ხელი გადახვია ფეიერვერკის მსროლელ ნიღბიან ბიჭს - ესაა მიზეზი" - გუშინ აქციაზე სერგო მარიამიძე დააკავეს

19.02.25 11:21
"ხელი გადახვია ფეიერვერკის მსროლელ ნიღბიან ბიჭს - ესაა მიზეზი" - გუშინ აქციაზე სერგო მარიამიძე დააკავეს

გუშინ აქციაზე სერგო მარიამიძე დააკავეს - ამის შესახებ მისი მეგობარი ზვიად მარიამიძე სოციალურ ქსელში წერს. 

მისივე ცნობით, დაკავება მაშინ მოხდა, როცა ისინი აქციიდან ბრუნდებოდნენ.

"აქციიდან ვბრუნდებოდით მე და ჩემი მეგობარი, ათონელზე გაგვაჩერა პოლიციამ, 20-წუთიანი იდენტიფიცირების შემდეგ, მე გამომიშვეს და Sergo Mariamidze გადაიყვანეს. ზაჰესში გადაუყვანიათ და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან, ხელი გადახვია ფეიერვერკის მსროლელ ნიღბიან ბიჭს (რომელსაც არ იცნობდა) ესაა მიზეზი", - წერს მარიამიძე.