ვინ გაიტაცა ქუჩიდან "ტვ პირველის" ოპერატორი? - მუხიანის პოლიცია პარალიზებულია
ვინ გაიტაცა ქუჩიდან "ტვ პირველის" ოპერატორი? - ამის გარკვევას "პირველები" დილიდან მუხიანის პოლიციის განყოფილებაში ცდილობს, თუმცა 2 საათზე მეტია შენობა პარალიზებულია, "ტვ პირველის" გადამღები ჯგუფი ადგილიდან ძალის გამოყენებით გამოაგდეს, კარი ჩარაზეს და და მოქალაქეებსაც კი არ ემსახურებიან.
შეგახსენებთ, რომ სწორედ მუხიანის პოლიციის შეფია ერთ-ერთი ნიღბიანი, რომელმაც გუშინ, გვიან ღამით, ჩვენი ოეპრატორი ელბაქიძის აღმართიდან გაიტაცა, ზაზა ნოზაძის ამოცნობა „ტვ პირველმა" გუშინვე მოახრხდა, ამიტომაც ბუნებრივია, არსებობდა კითხვები მისი მიმართით, თუმცა პოლიციის მაღალჩნოსანი დაიმალა.
ცნობისთის, ზაზა ნოზაძეზე "შაბათის ეთერი" თვეების წინ გიყვებოდათ, პოლიციის მაღალჩინინოსანის გვარი არაერთ სკანდალში ფიგურირებს, ის ასევეარის ე.წ. ზონდერების მფარველობაში ბრალდებული პოლიციელი.
ვინ არიან პოლიციელები შავებში და ნიღბებით, ვინც აქციიდან სახლში მიმავალი ლაშა ჯიოშივილი ჯგუფურად, ძალის გამოყენებით გაიტაცა და თავისუფლება აღუკვეთა, მუხიანის პოლიციაში არ ამბობენ, ზოგიერთმა პოლიციელმა კითხვებისგან თავის დაღწევა სირბილით სცადა, ზოგმა ძალის გამოყენებით, ზოგმა კი მანქანას მინები აუწია.
- გომელაურის ნიღბიანმა რაზმებმა ლაშა ჯიოშვილი ელბაქიძის ქუჩიდან ძალის გამოყენებით იმ დროს გაიტაცეს, როდესაც აქციიდან სახლში ბრუნებოდა. რამდენიმე საათის განმავლობაში "ტვ პირველის" ოპერატორი პოლიციას გადამალული ჰყავდა, არ აძლევდნენ ადვოკატთან და ოჯახთან კომუნიკაციის უფლებას, ემუქრებოდნენ, სთხოვდნენ ტელეფონს, არ განუმარტეს უფლებები და დაკავების დროს ხელზე მიაყენეს დაზინება.
- ტელეოპერატორის ადგილმდებარეობის გარკვევას "ტვ პირველი" თითქმის მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდა. მასთან შეხვედრა ადვოკატმა მხოლოდ გამთენიისას მოახერხა.