გუშინ საზოგადოებამ იხილა კრიმინალი... ამ ყველაფრის ავტორი ე.წ. ხელისუფლებაა - წალენჯიხის მერია "ტვ პირველის" ოპერატორის გატაცებაზე
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია "ტვ პირველის" ოპერატორის გატაცებას ეხმაურება და გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ "ოცნების" რეჟიმი მედიის თავისუფლებას ებრძვის.
მეტიც, განცხადებაში ნათქვამია, რომ რასაც ახლა ქუჩებში "სამართალდამცველები" ახორციელებენ კრიმინალია და სხვა არაფერი.
ის დანაშაული, რაც მოხდა წუხელ ტელეკომპანია "პირველის" ოპერატორის მიმართ და რაც ხდება უკვე სისტემატურ ფორმატში ჩვენი სხვა თანამოქალაქეების წინააღმდეგ, არის ნებისმიერი მოძალადე და კრიმინალი ადამიანის წახალისება ძალადობისკენ - წერია განცხადებაში და ამბობს, რომ ამ ყველაფრის ავტორი ე.წ. ხელისუფლებაა.
სიტყვის, გამოხატვის და მედიის თავისუფლება არის კაცობრიობის მთავარი და უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი.
სწორედ ამ მონაპოვარს ებრძვის და ანადგურებს დღეს ქართული ოცნების რეჟიმი.
საზოგადოებამ იხილა - არის კრიმინალი. მას, როგორც ფაქტს, ასევე ბრძანების გამცემ, შემდგომში კი შემსრულებელ ადამიანებს, არანაირი კავშირი არ აქვს სამართალთან და სამართლიანობასთან!
ქვეყანაში არ არსებობს სამართალდამცავი უწყება, როგორც ინსტიტუცია!
შინაგან საქმეთა სამინისტრო, პირდაპირ წარმოადგენს "ქართული ოცნების" არალეგიტიმური ე.წ. "ხელისუფლების" - პირად საქმეთა სამინისტროს.
ის დანაშაული, რაც მოხდა წუხელ ტელეკომპანია "პირველის" ოპერატორის მიმართ და რაც ხდება უკვე სისტემატურ ფორმატში ჩვენი სხვა თანამოქალაქეების წინააღმდეგ, არის ნებისმიერი მოძალადე და კრიმინალი ადამიანის წახალისება ძალადობისკენ, რადგან დარწმუნებით არც იმის თქმა შეიძლება, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც ფოტოებსა და ვიდეოებში ჩანს გატაცების მომენტში - არიან, თუ არა ნამდვილად პოლიციის თანამშრომლები.
ამ ყველაფრის ავტორი კი ისევ და ისევ, თვითმარქვია და ე.წ. ხელისუფლებაა.
სწორედ არსებული რეალობის გათვალისწინებით, ვთხოვთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, ევროკავშირს, ამერიკის შეერთებულ შტატებს - განაგრძოთ და გააძლიეროთ ქართველი ხალხის და კრიტიკული მედიის მხარდაჭერა.
პარალელურად, ვითხოვთ, რომ საქართველოს მოქალაქეების, ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ ყველა დანაშაულზე, მოხდეს საერთაშორისო გამოძიება და სასამართლო აღსრულება.
#თავისუფლებარეჟიმისტყვეებს.
#თავისუფლებაჟურნალისტებს.
#საქართველოარგახდებარუსეთი", - წერია განცხადებაში.
გომელაურის ნიღბიანმა რაზმებმა ლაშა ჯიოშვილი ელბაქიძის ქუჩიდან ძალის გამოყენებით იმ დროს გაიტაცეს, როდესაც აქციიდან სახლში ბრუნებოდა. რამდენიმე საათის განმავლობაში "ტვ პირველის" ოპერატორი პოლიციას გადამალული ჰყავდა, არ აძლევდნენ ადვოკატთან და ოჯახთან კომუნიკაციის უფლებას, ემუქრებოდნენ, სთხოვდნენ ტელეფონს, არ განუმარტეს უფლებები და დაკავების დროს ხელზე მიაყენეს დაზინება.
ტელეოპერატორის ადგილმდებარეობის გარკვევას "ტვ პირველი" თითქმის მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდა. მასთან შეხვედრა ადვოკატმა მხოლოდ გამთენიისას მოახერხა.