სახლთან მოვიდა 4 პოლიციელი, სადარბაზოსთან დგანან - ილია ღლონტი

"დაიტოვეს" ერთ-ერთ თანადამფუძნებელი, ილია ღლონტი წერს, რომ მის სახლთან პოლიციელები არიან.
"ჩემს სახლთან მოვიდა 4 პოლიციელი.
სახლში არ დავხვდი და ახლა სადარბაზოსთან დგანან."- წერს "დაიტოვეში" ილია ღლონტი.
შეგახსენებთ, რომ ილია ღლონტის სახლში პირველ თებერვალს პოლიცია შევიდა და გაჩხრიკა - ამის შემდეგ სამოქალაქო აქტივისტი რამდენიმე საათის განმავლობაში გამოკითხვაზე ჰყავდათ გადაყვანილი.