რატომ შეარჩია გომელაურის პოლიციამ "ტვ პირველის" ოპერატორის დაკავებისთვის ბნელი გვირაბი?
რატომ შეარჩიეს თუ არა მისი დაკავების სპეცოპერაციისთვის საგანგებოდ ბნელი გვირაბი? - "პირველები" დღეს ელბაქიძის გვირაბთან იმყოფებოდა, ირკვევა, რომ მიმდებარედ სათვალთავლო კამერები მხოლოდ ერთ ადგილზეა, ისიც ისეთ მონაკვეთზეა დამონტაჟებული, რომ დაკავების პროცესს ვერ გადაიღებდა. გვირაბს არ უყურებს არც სასტუმრო "რადისონის" კამერებიც.
ლაშა ჯიოშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან, თუმცა რა დანაშაული ჩაიდინა ოპერატორმა, რომელიც აქციიდან სახლში მიდიოდა, ჯერ ისევ დაუდგენელია.
ადვოკატს არც საქმის მასალები და არც დაკავების ოქმი ჯერ არ გადასცემია, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ ჯიოშვილს პოლიცია აქციიდან გაყვა, მის დასაკვებლად კი სავარუდოდ, ელბაქიძის ბნელი გვირაბი საგანგებოდ შეარჩია, სადაც დიდი ალაბთობით არც მოწმე და არც კამერები არ იქნებოდა.
- გომელაურის ნიღბიანმა რაზმებმა ლაშა ჯიოშვილი ელბაქიძის ქუჩიდან ძალის გამოყენებით იმ დროს გაიტაცეს, როდესაც აქციიდან სახლში ბრუნებოდა. არსებობს ვარაუდი, რომ პოლიცია ოპერატორისთვის ნარკოტიკების ჩადებას ცდილობდა, რადგან ვიდეოში ლაშა ჯიოშვილი ამბობს, რომ "ჯიბეში" რაღაც ჩაუდეს.
- რამდენიმე საათის განმავლობაში "ტვ პირველის" ოპერატორი პოლიციას გადამალული ჰყავდა, არ აძლევდნენ ადვოკატთან და ოჯახთან კომუნიკაციის უფლებას, ემუქრებოდნენ, სთხოვდნენ ტელეფონს, არ განუმარტეს უფლებები და დაკავების დროს ხელზე მიაყენეს დაზინება.
- ტელეოპერატორის ადგილმდებარეობის გარკვევას "ტვ პირველი" თითქმის მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდა. მასთან შეხვედრა ადვოკატმა მხოლოდ გამთენიისას მოახერხა.