რუსული "აზიმუტი", რომელიც თბილისში უნდა ჩამოფრენილიყო, მოსკოვში გაბრუნდა

რუსული "აზიმუტის" თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვი-თბილისის А47107 რეისს ასრულებდა, ვნუკოვოს საერთაშორისო აეროპორტში დაბრუნდა. სახელდება "ტექნიკური მიზეზები", თუმცა კონკრეტულად რა პრობლემა შეექმნა ბორტს, უცნობია. ამის შესახებ ავიაკომპანიის პრესსამსახურის განცხადებაში წერია.
საუბარია A47107-ის რეისზე. თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 19 თებერვალს, დილის 5 საათზე უნდა დაშვებულიყო.
ავიაკომპანიის ცნობით, მგზავრებს თბილისში Azimuth Airlines-ის სარეზერვო თვითმფრინავით გადაიყვანენ.