„ტვ პირველის“ ოპერატორს გატაცების შემდეგ გომელაურის პოლიცია ტყვია-წამლის ჩადებით ემუქრებოდა - "პირველებმა" ოქმი მოიპოვა

19.02.25 15:08
„ტვ პირველის“ ოპერატორს გატაცების შემდეგ გომელაურის პოლიცია ტყვია-წამლის ჩადებით ემუქრებოდა - "პირველებმა" ოქმი მოიპოვა

„ტვ პირველის“ ოპერატორს გატაცების შემდეგ გომელაურის პოლიცია ტყვია-წამლის ჩადებით ემუქრებოდა - "პირველებმა" მოიპოვა ოქმი, რომელიც იზოლატორში ლაშა ჯიოშვილის მონახულების შემდეგ სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა შეავსეს. საკმაოდ საგანგაშოა, რაზეც "ტვ პირველის" ოპერატორი მიუთითებს. ჯიოშვილი ქრონოლოგიურად იხსენებს, როგორც ვითარდებოდა პროცესები ჯერ დაკავების ავტომობილში, ამის შემდეგ კი მუხიანის განყოფილებაში. 

ოქმის მიხედვით ირკვევა, რომ გომელაურის უწყების თანამშრომლები მას ეუბნებოდნენ, რომ თუ საჭირო გახდებოდა მის სახლში ტყვია-წამალს და ცეცხლსასროლ იარაღს ჩადებდნენ. 

ოპერატორი ამბობს, რომ მასზე ფისქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა ხორციელდებოდა, უგრეხდნენ ხელებს ავტომობილში. ჯიოშვილის ფიზიკურ დაზიანებაზე მიუთითებენ იურისტებიც, ვინც "ტვ პირველის" ოპერატორი მოინახულეს.

მოულოდნელად რამდენიმე შავ სამოსში ჩაცმული პირი მისცვივდა ლაშას, არ განუმარტეს ვინაობა და დაუწყეს გაჩხრეკა და მანქანაში ჩატენვა. ლაშას განმარტებით, არ იცოდა აღნიშნული პირები ვინ იყვნენ. ავტომობილში ჩატენვის შემდგომ შავ ტანსაცმელში შემოსილი პირები ექცეოდნენ ცინიკუდად, გზაში დამკავებლები სახეს მალავდნენ. დაკავებისას არ განუმარტეს უფლებები, არ მისცეს შესაძლებლობა დაერეჯა ადვოკატთან ან ოჯახის წევრთან. დაკავების შემდგომ გადაიყვანეს მუხიანის კრიმინალური პოლიციის განყოფილებაში ერთმა პოლიციელმა უთხრა ,,თუ საჭირო იქნება სახლიდან ამოგიღებთ ბიჭო ტყვია წამალს, ახლა რამის ჩადება რად მინდაო". - წერია ოქმში.

პოლიციელების მხრიდან მუქარაძე საუბრობს ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილიც. უფლებადამცველის თქმით, სამართალდამცველებმა ლაშა ჯაოშვილს უთხრეს:  "თუ რაიმეს ჩადება გვინდა, საერთოდ არ დაგვჭირდება, რომ ჯიბეში ჩაგიდოთ, არსებობს სახლი ამისთვის და სახლშიც შეგვიძლია ნებისმიერი რამ ჩავდოთ"

 

ჯგუფური ზეწოლის და მუქარის ფაქტზე ინფორმაცია კარლო კაციტაძის უწყებას ადვოკატმა და სახალხო დამცველმა გუშინვე მიაწოდა, თუმცა საგამოძიებოს ჯერ გამოძება არ დაუწყია. 

დაკავების ვიდეოშიც ჩანს, რომ ლაშა ყვიროდა, რაღაცას მიდებენო და ვგრძნობ, რომ რაღაც შეიძლება ჩამიდონო. დღეს ყველას აქვს ასეთი განცდა, რომ შესაძლებელია, მსგავსი უკანონო მოქმედება განხორციელდეს. ამის პრევენციის მიზნით გადაიღეს სწორედ ის ვიდეოც. სამართალდამცველებს შემდეგ უკითხავთ ლაშასთვის, რატომ ყვიროდი, რატომ გეგონათ, რომ რაღაცას ჩაგიდებდით და თუ რაიმეს ჩადება გვინდა, საერთოდ არ დაგვჭირდება, რომ ჯიბეში ჩაგიდოთ, არსებობს სახლი ამისთვის და სახლშიც შეგვიძლია ნებისმიერი რამ ჩავდოთ. ასეთ შემთხვევაში აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება, რადგან ეს არის მუქარა. მათ შორის სპეციალურ საგამოძიებო სასმახურს ჩვენც მივაწოდეთ ინფორმაცია და სახალხო დამცველის წარმომადგენლებმაც, რომელთან ერთადაც მოვინახულე მე დღეს ლაშა, თუმცა ამ დრომდე მე არ დამკავშირებია არავინ და როგორც მაქვს ინფორმაცია, არც ლაშასთან შესულა ვინმე სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან., რომ ამ მიმართულებით მინიმუმ გამოეკითხათ მაინც დაკავებული პირი", - აცხადებს თორნიკე მიგინეიშვილი. 

გამტაცებელი პოლიციელების ნაწილი „ტვ პირველმა" უკვე გაშიფრა - დადგენილია გატაცებაში და უკანონო დაკავებაში მონაწილე კიდევ ერთი პოლიციელის ვინაობა. ის მუხიანის სამმართველოს თანამშორმელი ზაზა ფაცაცია.

ასევე ამოცნობილია ერთ-ერთი ნიღბიანი, რომელმაც გუშინ, გვიან ღამით, ლაშა ჯიოშვილი ელბაქიძის აღმართიდან გაიტაცა, ზაზა ნოზაძის ამოცნობა „ტვ პირველმა" გუშინვე მოახრხდა. ის მუხიანის პოლიციის განყოფილებს შეფია. 

  • გომელაურის ნიღბიანმა რაზმებმა ლაშა ჯიოშვილი ელბაქიძის ქუჩიდან ძალის გამოყენებით იმ დროს გაიტაცეს, როდესაც აქციიდან სახლში ბრუნებოდა. რამდენიმე საათის განმავლობაში "ტვ პირველის" ოპერატორი პოლიციას გადამალული ჰყავდა, არ აძლევდნენ ადვოკატთან და ოჯახთან კომუნიკაციის უფლებას, ემუქრებოდნენ, სთხოვდნენ ტელეფონს, არ განუმარტეს უფლებები და დაკავების დროს ხელზე მიაყენეს დაზინება.
  • ტელეოპერატორის ადგილმდებარეობის გარკვევას "ტვ პირველი" თითქმის მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდა. მასთან შეხვედრა ადვოკატმა მხოლოდ გამთენიისას მოახერხა.