ტვ პირველის" ოპერატორის გატაცება - უფლებადამცველები დარღვეულ უფლებებზე საუბრობენ და გამოძიების დაწყება ითხოვენ

19.02.25 17:32
 ტვ პირველის" ოპერატორის გატაცება - უფლებადამცველები დარღვეულ უფლებებზე საუბრობენ და გამოძიების დაწყება ითხოვენ

"ტვ პირველის" ოპერატორის გატაცება - უფლებადამცველები ფიქრობენ, რომ პოლიციის და "ტიტუშკების" "ბრძოლის წესები" ერთმანეთს დღითი დღე ემსგავსება.

მათი თქმით, ეს დადასტურდა გუშინაც, როდესაც რამდენიმე ნიღბიანმა ელბაქიძის გვირაბიდან გაიტაცეს ლაშა ჯაოშვილი.

ლონდა თოლორაიას თქმით, პოლიციელი, რომლეიც ახორციელებს უფლებამოსილებას, აუცილებელია, რომ იდენტიფიცირდებოდეს, როგორც პოლიციის თანამშრომელი.

ის რომ დღეს მოქალაქე ვერ არჩევს ვინ ახორციელებს ამ უფლებამოსილებას, ახორციელებს პოლიციელი, არაპოლიციელი, კრიმინალი თუ სამართალდამცავი, ეს არის ძალიან საშიში, როგორც მოქალაქისთვის, ხვალინდელი დღისთვის, ჩვენი უსაფრთხო გადაადგილებისთვის ქუჩაში, ასევე არის ძალიან საშიშ თავად პოლიციის თანამშრომლებისთვის. ზოგადად, შეიძლება პოლიციელს ყოველთვის ფორმა არ ეცვას, მაგრამ ის ყოველთვის უნდა იდენტიფიცირდებოდეს, როგორც პოლიციის თანამშრომელი", - აცხადებს ლონდა თოლორაია. 

საიას ხელმძრვანელი კი დაკავებისას დარღვეულ უფლებებზე საუბრობს და ამბობს, რომ "ტვ პირველის" ოპერატორის გატაცების ფაქტზე აუცილებალდ უნდა დაიწყოს გამოძიება. 

დაირღვა ყველანაირი რეგულაცია, მათ შორის ის, რომ უნდა განუმარტო, რის გამო აკავებ, უნდა გქონდეს ამოსაცნობი ნიშნები, რომ ნამდვილად პოლიციელი ხარ. ამ ადამიანებს არცერთს არ ჰქონდათ მაიდენტიფიცირებელი ნიშანი. ამიტომ საჭროა ამ გარემოებები გამოძიება", - ამბობს ნონა ქურდოვანიძე. 

იურისტი კახა წიქარიშვილი სახელმწიფოს პროცედურების დარღვევაში ადანაშაულებ. 

როგორც ჩანს ისინი უკვე ამ ფორმალურ პროცედურებასაც აღარ აქცევენ დიდ ყურადღებას - ამბობს იურისტი. 

თუ მე მაკავებენ ადამიანები და მე არ ვიცი, ეს სახელმწიფოა თუ კერძო პირებია, მაშინ მე არ ვიცი თავი როგორ დავიცვა. თუ კერძო პირებია, მაშინ მე აუცილებელი მოგერიების უფლება მაქვს, შემიძლია ჯოხიც ჩავარტყა თავში, მაგრამ თუ სახელმწიფოა, მაშინ მე უნდა დავემორჩილო პროცედურებს, მაგრამ პროცედურები უნდა დაიცვას თვითონ სახელმწიფომ. როგორც ჩანს ისინი უკვე ამ ფორმალურ პროცედურებასაც აღარ აქცევენ დიდ ყურადღებას", - ამბობს კახა წიქარიშვილი. 

  • გომელაურის ნიღბიანმა რაზმებმა ლაშა ჯიოშვილი ელბაქიძის ქუჩიდან ძალის გამოყენებით იმ დროს გაიტაცეს, როდესაც აქციიდან სახლში ბრუნებოდა.  არსებობს ვარაუდი, რომ პოლიცია ოპერატორისთვის ნარკოტიკების ჩადებას ცდილობდა, რადგან ვიდეოში ლაშა ჯიოშვილი ამბობს, რომ "ჯიბეში" რაღაც  ჩაუდეს.
  • რამდენიმე საათის განმავლობაში "ტვ პირველის" ოპერატორი პოლიციას გადამალული ჰყავდა, არ აძლევდნენ ადვოკატთან და ოჯახთან კომუნიკაციის უფლებას, ემუქრებოდნენ, სთხოვდნენ ტელეფონს, არ განუმარტეს უფლებები და დაკავების დროს ხელზე მიაყენეს დაზინება. 
  • ტელეოპერატორის ადგილმდებარეობის გარკვევას "ტვ პირველი" თითქმის მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდა. მასთან შეხვედრა ადვოკატმა მხოლოდ გამთენიისას მოახერხა.