"დააგდეს დაბლა, ურტყეს, შემდეგ მაღაზიაში შემოვარდნენ და აქაც ურტყეს" - თვითმხილველი გაბიტაშვილზე თავდასხმის დეტალებს იხსენებს

19.02.25 17:51
"დააგდეს დაბლა, ურტყეს, შემდეგ მაღაზიაში შემოვარდნენ და აქაც ურტყეს" - თვითმხილველი გაბიტაშვილზე თავდასხმის დეტალებს იხსენებს

"ტვ პირველის" გადაცემა "რეაქციაში" გასული ექსკლუზიური კადრების შემდეგ, სადაც ასახულია თბილისში, ნიღბიანების მიერ ლაშა გაბიტაშვილზე მომხდარი თავდასხმის კადრები, ფაქტის თვითმხილველი "პირველებთან" კომენტარს აკეთებს. 

ქალი, რომელიც უშუალოდ მომსწრე გახდა ანგარიშსწორების, ამბობს, რომ იმ ტერიტორიაზე მდებარე მაღაზიის მფლობელია, სადაც თავდასხმა განხორციელდა. მისივე ცნობით, ნიღბიანები ლაშა გაბიტაშვილს თავს იმ დროს დაესხნენ, როდესაც ძაღლს ასეირნებდა.

"დააგდეს დაბლა, ურტყეს. შემდეგ შიგნით (მაღაზიაში) შემოვარდნენ და აქაც ურტყეს" - აცხადებს მაღაზიის მფლობელი.

დავინახე აქედან, რომ ძალს ასეირნებდა. ზურგიდან დაესხა სამი ადამიანი თავს. დააგდეს დაბლა, ურტყეს. შემდეგ შიგნით შემოვარდა თავადაც, ჩვენც შემოვყევით და ისინიც შემოყვნენ. მერე აქ დააგდეს და აქაც ურტყამდნენ. ცოტახანში გაიქცნენ. ალბათ, 5 წუთში, ზუსტად არ მახსოვს. სადღაც საათ-ნახევრის შემდეგ მოვიდა პოლიცია. წაიღეს კამერების ჩანაწერები. ჯერ არ დაუბრუნებიათ" - ამბობს მაღაზიის მფლობელი. 

შეგახსენებთ, რომ ლაშა გაბიტაშვილს 11 იანვრის დილას, სამი ნიღბიანი თავს სახლთან, იმ დროს დაესხა, როცა ძაღლს ასერინებდა. გაბიტაშვილი დაზიანებებით ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. 

მსგავსი სიახლეები