"შეწყვიტეთ ხალხის საცხოვრისით შანტაჟი" - მდუმარე პროტესტი ეკონომიკის სამინისტროსთან
მდუმარე პროტესტი ეკონომიკის სამინისტროსთან - ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გამოქცეული ადამიანები ითხოვენ კითხვაზე პასუხს, რა მოხდა ოცნების ქალაქში, სადაც ორი მცირეწლოვანი რეჟიმის გულგრილობის მსხვერპლი გახდა.
აქციის მონაწილეები, რომელთა შორისაც არიან მსახიობები და აქტივისტები, სოლიდარობას უცხადებენ ოცნების ქალაქის მცხოვრებლებს და ოლიგარქის ხელისუფლებისგან თითოეული ადამიანისთვის ცხოვრებისთვის უსაფრთხო პირობები შექმნას მოითხოვენ.
დღევანდელი აქცია არის სოლიდარობის აქცია დევნილების მხრიდან იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ოცნების ქალაქში არიან და ამ ტრაგედიის წინაშე დადგნენ. მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის მხოლოდ ბათუმში მყოფი ადამიანების ტრაგედია, ეს არის მთელი საქართველოსი. დევნილებს კარგად გვესმის, როდესაც სახელმწიფო მანიპულირებს და არ გაძლევს ღირსეულ თავშესაფარს", - განაცხადა ნინიკო ლეკიშვილმა.