უკანონო გატაცება, ძალადობა და მუქარა - რა წერია ტვ პირველის ოპერატორის გატაცების შესახებ ომბუდსმენის ოქმში

"პირველების" ხელშია ოქმი, რომელიც "ტვ პირველის" ოპერატორ ლაშა ჯიოშვილთან შეხვედრის შემდეგ სახალხო დამცველის წარმომადგენელმა შეადგინა. დოკუმენტით დგინდება, რომ გატაცებულ ოპერატორს ნიღბიანი პოლიციელები საცხოვრებელ სახლში, იარაღის და წამლის ჩადებით ემუქრებოდნენ.
სახალხო დამცველის ოქმში წერია, რომ მათ პოლიციელების მუქარის და არასათანადო მოპყრობის შესახებ შეტყობინება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ღამითვე დატოვეს, თუმცა კარლო კაციტაძე, როგორც ყოველთვის, ახლაც დუმს. დგინდება, რომ "ტვ პირველის" ოპერატორის გასატაცებლად ადგილი თაბუკაშვლის ქუჩაზე, პოლიციამ საგანგებო შეარჩია. ეს ელბაქიძის გვირაბისკენ გასასველელია, აქ არც სათვალთვალო კამერაა, არც საფეხმავლო გზა. თვითმხილველების გადაღებულ კადრებში ჩანს,რომ ტიტუშკის ფორმაში გადაცმული პოლიციელი ლაშა ჯიოშვილისთვის ჯიბეში რაღაცის ჩადებას ცდილობს.
პოლიცია ოპერატორის ჩუმად გატაცების გეგმა მას შემდეგ ჩაეშალა, რაც ადგილზე გამოჩნდა მოქალაქე ჩართული ვიდეოკამერით, რომელიც ითოხოვდა, რომ ჩხრეკა მის თვალწინ დაეწყოთ და ის მოწმე იქნებოდა. პოლიციას გარშემო შემოკრებილი ჩართული ტელეფონებით შეირაღებული მოქალაქეების შეეშინდა.
ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.