ოაკობ გოგებაშვილის საფლავი შესაძლოა, დაზიანებული იყოს - სუს-ის ფაილები

17.09.21 10:47
ოაკობ გოგებაშვილის საფლავი შესაძლოა, დაზიანებული იყოს - სუს-ის ფაილები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი ფაილებით ირკვევა, რომ  იაკობ გოგებაშვილის საფლავი შესაძლოა, დაზიანებული, ხოლო მისი ნეშტი გაბნეული იყოს. ამის მიზეზი მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში არასწორად დამონტაჟებული სადრენაჟო სისტემაა, რის გამოც წვიმის დროს მწერლის საფლავი ჩაირეცხა.  

აღნიშნული ფაილი 2019 წლის 24 აპრილით თარიღდება.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ანთიძემ ალავერდელ მიტროპოლიტ დავით მახარაძეს აცნობა, რომ ქ.თბილისის მერიის შესაბამისი სამსახური მთაწმინდის პანთეონში აწარმოებდა სადრენაჟო სამუშაოებს, რა დროსაც დაზიანებულ იქნა იაკობ გოგებაშვილის საფლავი, რასაც მოჰყვა ცხედრის ნაწილების გაბნევა. ნ.ანთაძის თქმით, იმისთვის, რომ მომხდარი არ გახდეს ცნობილი მედიისთვის და საზოგადოების ფართო მასებისთვის, აუცილებელია დაუყოვნებლივ გატარდეს შესაბამისი აღდგენითი სამუშაოები.

არსებული ინფორმაციით, პატრიარქის დავალებით, ამ მომენტისთვის მიმდინარეობს ნეშტის ახალ სასახლეში ჩასვენების პროცესი, რის შემდგომაც გადაიხდიან პანაშვიდს და დაკრძალვას,  - ვკითხულობთ ჩანაწერებში.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით "პირველები" ძეგლთა დაცვის დააგენტოს უფროსს, ნიკოლოზ ანთიძეს, დაუკავშირდა, რომელმაც ინფორმაცია დაასტურა.   

სამუშაოები მიმდინარეობნდა კეთილმოწყობის პანთეონში და სიძველისგან ერთი კონკრეტული ადგილი ჩაინგრა, შესაბამისად, ძალიან სწრაფად მოხდა შესწავლა საფლავის და პარაკლისის აგება, მოხდა ახალი სასახლის  დამზადება.  ნეშტის ნაწილები არ გაფანტულა, არქეოლოგებმა მოახერხეს, მიწაში არეული ნეშტის ნაწილები გამოაცალკევეს, - ამბობს ანთიძე.