ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები და აბსურდული ბრალდებები - რეჟიმი აქტივისტების დასჯას განაგრძობს
რა დაზიანებები მიიღო მოწმე პოლიციელმა, რომლის გამოც 21 წლის მათე დევიძე 7 წლიანი მუხლით ციხეში გაუშვეს, არ ამბობს. არადა, დღეს გიორგი ესტატაშვილი სასამართლო დარბაზში დაზიანებებზე სალაპარაკოდ მივიდა. რადგან ჯერ-ჯერობით საქმეში ექსპერტიზის დასკვნა არ დევს, დავინტერესდით, სახის არეში ღრმა ჭრილობა ჰქონდა თუ უბრალოდ ნაკაწრი.
სინდისის პატიმარი წადგენილ ბრალს არ აღიარებს. ამბობს, რომ მასობრივი დაკავებების დროს ეგობრების დახმარებას ცდილობდა. სასამართლო არსებითი განხილვის ეტაპზე გადავიდა. საქმეში ორი პოლიციელის ჩვენება დღეს ერთი გოირგი ესტატაშვილი, რომელიც დაზიანებებზე ვერ საუბრობს და მეორეს ბიძინა ჟამერაშვილი, რომელიც ამტკიცებს, რომ ახალგაზრდა აქტივისტის მიერ მოქნეული დროშის ტარი მას წინა მხრიდან მოხვდა, თუმცა დაზიანება ზურგის არეში მიიღო. ჩნდება კითხვა - როგორ? 21 წლის მუსიკოსის ადვოტაკები ფიქრობენ, რომ ამ საქმეს უტყუარი მტკიცებულებები, რაც მათე დევიძის ბრალეულობას დაადასტურებს, უბრალოდ არ არსებოს.
რეჟიმის კიდევ ერთი ტყვე სამოქალაქო აქტივისტი ანტონ ჩეჩინია. მას დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას ედავებიან. საქმეში რამდენიმე საეჭვო გარემოებაა. ადვოკატი ამტკიცებს, რომ საქმის გამომძიებლის და ნეიტრალური მოწმე თარჯიმნის, შორენა ტაბატაძის ჩვენებები ერთამენეთის იდენტურია. ბრალდების მხარე ამბობს, რომ დაკავებულმა ნარკოლოგიურ შემოწმებაზე უარი განაცხადა, თუმცა, ირკვევა, რომ ასეთი შეთავაზება პოლიციის მხრიდან გაკეთებული არ ყოფილა და უარყოფის დამადასტურებლი დოკუმენტიც ბუნებაში არ არსებობს. ახლა ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქმე პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორებასთან გვაქვს.
ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.