სახალხო პროტესტის 84 დღე - დღევანდელი აქცია რეჟიმის პატიმარ ანდრო ჭიჭინაძეს ეძღვნება

19.02.25 21:12
სახალხო პროტესტის 84 დღე - დღევანდელი აქცია რეჟიმის პატიმარ ანდრო ჭიჭინაძეს ეძღვნება

საყოველთაო სახალხო პროტესტის 84 დღე - მოქალაქეების ისევ დედაქალაქის ცენტრში იკრიბებიან. დღევანდელი პროტესტი რეჟიმის უკანონო პატიმარს, ანდრო ჭიჭინაძეს ეძღვნება. რუსთაველის გამზირზე იმყოფებიან სხვა სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები და ახლობლებიც.

მინდა მოგიწოდოთ ყველას, განსაკუთრეით მინდოდა, ეკლესიური ხალხისთვის მიმემართა. ადამიანები, რომლებიც მიდიხართ ეკელესიაში, სანთლებს ანთებთ, ლოცულობთ, ჩემთვის, მაგალითად, დიდი ბედნიერებაა და ზიარების მერე რომ აღფრთოვანებული ხართ, ასეთი სიხარული მიპყრობს, როდესაც მე არჩილ მუსელიანის სურათით დადიხართ. ასე რომ, მოგიწოდებთ ყველას, რომ დაუდექით ამ ბიჭებს გვერდით, - ამბობს აქციის მონაწილე. 

პოეტი ზვიად რატიანი ბრძოლის მნიშვნელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ თუ პროტესტი ჩაცხრება, რეჟიმი იმაზე მეტს გაბედავს, ვიდრე ახლა სჩადის. 

განუკითხაობაა და სიბინძრე, რომელიც არის პროეცირებული ჯერ ჩვენზე და თუ ეს სიმტკიცე გატყდა და თუ ისინი გამყარდნენ, ხელისუფლება თუ რასაც ეძახიან თავის თავს, ეს განუკითხაობა იქნება ყოველ დღე და აღარ იქნება მხოლოდ ჩვენზე მომართული. საშინელებაა, ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება, მის ადგილზე აღმოჩენილიყო. აქ უკვე აღარც ლოგიკაა, აღარც არაფერი. მათ გამოზარდეს რაღაც ჯიში, აბსოლუტურად უსისხლო არსებების, რომლებიც ინადირებენ ხალხზე ქუჩებზე იმის მიუხედავად, იდგება ის აქციაზე თუ არა. ცხოველს უდნა აჭამო ადამიანების ხორცი. ეს ადამიანები ახლა ჩვენ ვართ და ჩვენ თუ გავტყდებით, გავქრებით და სახლში ჩავხსდებით, მიდგებიან იმათ, სხვანაირად არ მუშაობს. ოღონდ, ესენი არიან მაგარი უნიჭოები. ერთ-ერთი მთავარი, რისი იმედიც მაქვს, არის ის, რომ არიან უნიჭოები და აბსოლუტურად შეუმდგარი არსებები, ბიძინა ივანიშვილი პირადად და მასზე ჩამოკიდებული ეს ხროვა, - ამბობს ზვიად რატიანი.  

რა ხდება რუსთაველის გამზირზე ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის ჩართვაში.