"ანდრო, მაგრად იყავი" - ოთარ ჭიჭინაძე სინდისის პატიმარს მიმართავს
რუსთაველის გამზირზე მყოფი სინდისის პატიმრის მამა, ოთარ ჭიჭინაძე ოთხ კედელში გამოკეტილ შვილს მიმართავს - ოთარ ჭიჭინაძე დატყვევებულ მსახიობს მხნეობასა და გამძლეობას უსურვებს.
რამდენიმე დღის წინ იყო ბოლო კომუნიკაცია, ტელეფონით ვესაუბრეთ და არის ძალიან ნორმალურ განწყობაზე, არის მხნედ და როდესაც ვეკითხებით, რაიმე ხომ არ სჭირდება, პირიქით დაწყნარების რეჟიმზე არის, რომ თქვენ როგორ ხართ და ისინი როგორ არიან, ვინც გულშემატკივრობს ანდროს და იმათ, ვინც არიან დაკავებულები და მზია ამაღლობელს, რა თქმა უნდა.
სრულიად უცხო ხალხი მოდის და გულშემატკივრობს ანდროს. დიდი მუხტი იგრძნობა მხარდაჭერის. რამდენმა ადამიანმა გაითავისა, რომ არ შეიძლება ეგეთი, რაღაცეები რაც ხდება ქვეყანაში. ახალგაზრდების მხარდაჭერა აქედან და იმათი წერილები და კარგად, მხნედ ყოფნა არის ერთმანეთის შემავსებელი. რომელიც ამ მუხტს განსაზღვრას, ეს უნდა გაგრძელდეს. ანდრო მაგრად იყავი, რა გითხრა. ვიცი, რომ ყველაფერს სწორად გააკეთებ". - ამბობს ოთარ ჭიჭინაძე.