თაზო დათუნაშვილი 5 000 ლარით დააჯარიმეს

19.02.25 23:20
თაზო დათუნაშვილი 5 000 ლარით დააჯარიმეს

ანა ნაცვლიშვილისა და საბა ბუაძის შემდეგ, რეჟიმის შინაგან საქმეთა სამინისტრომ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" კიდევ ერთი ლიდერი, თაზო დათუნაშვილი დააჯარიმა.

ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ვახო გომელაურის უწყებამ საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო 5 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

4 მილიციონერ-ფოსტალიონი მესტუმრენ ოჯახში. ოთხი ოპერ მუშაკი, სამუშაო საათებში, ზრდასრული ჯეელები, ერთად მოვიდნენ რომ, ერთი ჯარიმა ჩაებარებინათ !!! სახაზინო ტერორი ისეთივე იაფფასიანი სვლაა, როგორიც 4 ოპერისთვის ფოსტალიონობის დავალება სამუშაო საათებში !!!

ცნობისთვის, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე 5 000 ლარით დააჯარიმეს - ოპოზიციონერ პოლიტიკოსს 11 თებერვალს გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებიან. მისივე თქმით, 11 თებერვალს, რუსთაველის გამზირის გადაკეტვის მომენტში ადგილზე არ ყოფილა. 

ამასთან, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილიც დააჯარიმეს. პოლიტიკოს საჯარიმო ქვითარი სახლში მიუტანეს.