ახალგაზრდებთან "ოცნების" პროპაგანდა კრახისთვის არის განწირული - რუსიკო კობახიძე
საბჭოთა კავშირის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი "ტვ პირველის" ეთერში "ქართული ოცნების" პროპაგანდაზე საუბრობს - რუსიკო კობახიძე ამბობს, რომ ივანიშვილის რეჟიმის ნარატივი თავისუფალ საქართველოში დაბადებულ ახალგაზრდებზე არ გაჭრის.
მისივე თქმით, ივანიშვილის რეჟიმი ახალ თაობას "დაეტაკა", რომელთანაც ნებისმიერი პროპაგანდა კრახისთვის არის განწირული.
ვის დაეტაკა ივანიშვილის რეჟიმი, ესენი არიან ახალგაზრდები, რომლებიც თავისუფალ საქართველოში არიან გაჩენილები. პროპაგანდა კი მხოლოდ საბჭოთა მოქალაქეებზე იმოქმედებს. ახალგაზრდებთან მათი პროპაგანდა განწირულია კრახისთვის, თუმცა მით უფრო დამაზიანებელია, რაც უფრო აცდენაა ამ დროის ხაზში, მით უფრო შემაძრწუნებელია წარსულში დაბრუნება...
ჩვენ უნდა გავუძლოთ იმ წნეხს, რასაც ცდილობს პუტინის რუსეთი ამ ხელისუფლების ხელით. პუტინიც ზუსტად ამ პროპაგანდაზე დგას და ეს რაღაცნაირად გადმოცემულია. მინდა გავაფრთხილო "ქართული ოცნების" მხარდამჭერები და მათი მაღალჩინოსნები, რომ ბერიაც გერმანიის აგენტობის მუხლით იქნა გასამართლებული. არავინ არ არის დაცული", - ამბობს რუსიკო კობახიძე.