განადგურებული ფრესკები და დაკეტილი გელათი - ადგილზე იტალიელი ექსპერტები მუშაობენ

17.09.21 11:32
განადგურებული ფრესკები და დაკეტილი გელათი - ადგილზე იტალიელი ექსპერტები მუშაობენ

გელათის მონასტერი მეორე დღეა, დაკეტილია. მონასტრის ყველა შესასვლელს დაცვის პოლიცია აკონტროლებს.  იმისთვის, რომ ტაძრის ეზოში არავინ შესულიყო, კულტურის სამინისტრომ ჯერ ტაძრის ჭიშკარი ჩარაზა, შემდეგ კი გზა ავტომობილით ჩახერგა. გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე იტალიელი ექსპერეტები მუშაობენ, რომლებიც ცდილობენ დაადგინონ, თუ რა მდგომარეობაშია უნიკალური ფრესკები.  

შეწყვეტილია თუ არა წირვა-ლოცვა ტაძარში, ამის შესახებ ცნობილი რამდენიმე დღეში გახდება.