მიშა მშვილდაძეს პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებას სთავაზობდნენ - წამყვანი პროკურატურაში იკითხება

17.09.21 12:07
მიშა მშვილდაძეს პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებას სთავაზობდნენ - წამყვანი პროკურატურაში იკითხება

მთავარ პროკურატურაში "ფორმულა"-ს საავტორო გადაცემის წამყვანი, მიშა მშვილდაძე, მივიდა. მშვილდაძე საგამოძიებო უწყებაში სავარაუდოდ, ტვ პირველში ეთერში გაკეთებული განცხადების გამო დაიბარეს, სადაც ის ამბობს, რომ მას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება სთხოვეს, რაზეც მან უარი განაცხადა. 

როგორც ჩანს, გამოძიებას აინტერესებს, ვინ მიმართა მშვილდაძეს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების თხოვნით. 

ძირითადი ინტერესი სხვა რამის გამო აქვთ. ძირითადი ინტერესი უკავშირდება ტვ პირველის ეთერში ჩემს გამოთქმულ ამბავს, სადაც მე შევაფასე მამუკა მდინარაძის ბრიფინგი, სადაც მან განაცხადა, რომ იგეგმება თითქოს ცნობილი ადამიანის კადრების გამოქვეყნება. მე გამახსენდა რაღაც ამბავი, რომ მეც მქონდა შემოთავაზება ამ კადრების მოწოდების და გავრცელების თაობაზე, მაგრამ რაკი ეს ეხებოდა პირად ცხოვრებას, ნებისმიერი ადამიანის პირადი ცხოვრება ჩვენთვის არის ხელშეუხებელი. შესაბამისად, ძალიან დიდი ხანია, რომ ჩვენ ამ კადრების მიღების და გამოქვეყნებისგან, ამ თემაზე არ ვემუშავებით არავის. თუკი ხელისუფლება აპირებს იმას, რომ გამოაქვეყნიოს ეს კადრები და მერე ვინმეს დააბრალოს, ან მედიას , ან ნებისმიერ სხვა ვინმეს, იცოდეს საზოგადოებამ, რომ დიდი ხანია, მედია ამისგან თავს იკავებს, - განაცხადა მშვილდაძემ პროკურატურაში შესვლამდე.