მაია რჩეულიშვილი საპატიმროს ტოვებს

17.09.21 12:31
მაია რჩეულიშვილი საპატიმროს ტოვებს

,,ცენტრ პოინტის" დამფუძნებელი, მაია რჩეულიშვილი, საპატიმროს ტოვებს. არსებული ინფორმაციით, მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.

რჩეულიშვილი ციხეს დღესვე დატოვებს. 

მაია რჩეულიშვილი 2016 წელს, თაღლითობის ბრალდებით, დააკავეს. გამოძიება მაია რჩეულიშვილსა და მის დას, რუსუდან კერვალიშვილს, ამხანაგობა ,,თაბუკაშვილი 88"-ის კუთვნილი 11 მილიონზე მეტი ლარის მითვისებას ედავებოდა.