მიშა მშვილდაძემ პროკურატურა დატოვა - დაიბარებენ თუ არა გამოკითხვაზე მამუკა მდინარაძეს

17.09.21 13:38
მიშა მშვილდაძემ პროკურატურა დატოვა - დაიბარებენ თუ არა გამოკითხვაზე მამუკა მდინარაძეს

,,ფორმულას" წამყვანმა, მიშა მშვილდაძემ, პროკურატურა დატოვა. მშვილდაძე პროკურატურაში 2 საკითხზე იყო დაბარებული. პირველი შეეხებოდა ტვ პირველში მის მიერ გაკეთებულ განცხადებს და ასევე სუსი-ს სკანდალური ფაილების თემას.

პროკურატურის ინტერესს წარმოადგენდა ის საკითხი, რაზეც პირდაპირ ეთერში ვისაუბრე. მე განვაცხადე, რომ ჟურნალისტური საქმიანობის შედეგად მიღებული ინფორმაციაა და წყაროს გაუთქმელობის უფლება მაქვს. კითხვები შეხებოდა როგორც სუსი-დან გამოჟონილ ინფორმაციებს, ასევე ვიცოდი თუ არა, რა ფორმით მომაწოდა წყარომ ინფორმაცია. კითხვა შეეხებოდა იმასაც, თუ ვფიგურირებდი სუსი-ს ,,დანოსებში", რაზეც ვუპასუხე , რომ რამდენად ჩემთვის ცნობილია, არა, - განაცხადა მიშა მშვილდაძემ.

მიშა მშვილდაძის ადვოკატის, ედუარდ მარიკაშვილის, განმარტებით, პროკურატურა კანონის მიხედვით, უნდა დაინტერესდეს  ,,ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის, პერსონით, რადგან მიშა მშვილდაძე საგამოძიებო უწყებაში სწორედ მდინარაძის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციაზე კომენტარის გამო დაიბარეს.

როგორც მიშა დაიბარეს გამოკითხვაზე, მსგავსი ინფორმაცია აქვს გაჟღერებული მამუკა მდინარაძესაც. აქ არ აქვს მნიშვნელობა მდინარაძის სტატუსს,  იგივე ლოგიკით ის უნდა გამოკითხონ და მას არ იცავს ჟურნალისტური საქმიანობის მიღებული ინფორმაციის წყაროს გაუთქმელობის პრივილეგია. მდინარაძეს პირდაპირი ვალდებულება აქვს, ეს ინფორმაცია გამოძიებას მიაწოდოს, - აღნიშნა ადვოკატმა.

მიშა მშვილდაძე გამოეხმაურა მამუკა მდინარაძის ბრიფინგს, სადაც ,,ოცნების" ლიდერმა ფაქტობრივად, დესტრუქციული ძალების მხრიდან პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება დაანონსა, რაზეც  მშვილდაძემ განაცხადა, რომ მდინარაძის ბრიფინგი შინაარსით იმ ფაქტს ჰგავდა, რომ მას დაუკავშირდა უცნობი პირი და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გადმოცემა აღუთქვა, რაზეც ,,ფორმულას" წამყვანმა უარი განაცხადა, რადგან ასეთი კადრების გავრცელება მედიის ინტერესებში არ შედიოდა. სწორედ ამ განცხადების გამოც დაიბარეს მშვილდაძე პროკურატურაში.

 

მსგავსი სიახლეები