"ნიკას მკვლელობასთან კავშირი დათო "ტბილისკის" შვილებს აქვთ" - შეკვეთილი მკვლელობის ახალი დეტალები
ფიქრის გორაზე მოკლული ნიკა კვარაცხელიას დედა საქართველოშია, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის, გია კვარაცხელიას, მეუღლე სამძიმარს თბილისში იღებს. ოჯახი მედიასთან კომენტარს ერიდება, თუმცა გარდაცვლილის ახლო ნათესავები "ტვ პირველთან" პირდაპირ ამბობენ, რომ სასტიკი მკვლელობის უკან, წლების წინ მოკლული ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის, დავით კაკულიას (დათო თბილისკი) გარემოცვა დგას.
კვარაცხელიები დარწმუნებულები არიან, რომ ნიკას მკვლელობასთან კავშირი აქვთ, დათო "თბილისკის" შვილებს.
ირკვევა, რომ გია კვარაცხელიას დიდი დაპირისპირება ჰქონდა დავით კაკულიასთან. კაკულიები დათო "თბილისკის" მკვლელობაში სწორედ კვარაცხელიას ადანაშაულებდნენ.
დაიწეროს სახელი და გვარები, რომ სვეცკაობენ! „პერსონა ნონ გრანტები. გამარჯობა არ უნდა უთხრან. გაარკვიეთ, ვინ არის დედა, ბაბუა, ფაფა ვინ აჭამა... გარეთ არ გამოესვლებათ"- აცხადებს "ტვ პირველთან" კვარაცხელიას ახლობელია
ტვ პირველის ინფორმაციით, სამართალდამცველებს მკვლელი იდენტიფიცირებული ჰყავთ, თუმცა ის ამ დრომდე დაკავებული არ არის.
"პირველებისთვის" მოწოდებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრო დავით კაკულიას შვილის მიერ შურისძიების ვერსიას აქტიურად განიხილავს, რადგან არსებობს ეჭვი, რომ ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა სწორედ კაკულიას შვილებმა ქილერს რუსეთიდან დაუკვეთეს.
რაც შეეხება წლის წინ მომხდარ გახმაურებულ მკვლელობას, დავით კაკულია მოსკოვში, ხელნაკეთი ბომბით ააფეთქეს, მაშინ მკვლელობის დამკვეთად გია კვარაცხელია დასახელდა, თუმცა თავად კვარაცხელია ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფდა.