ხმაურიანი დაკავებით ხელისუფლება საიდუმლო ფაილების სკანდალის ადაფარვა სურს - დაკავებულის ადვოკატი

17.09.21 15:36
ხმაურიანი დაკავებით ხელისუფლება საიდუმლო ფაილების სკანდალის ადაფარვა სურს - დაკავებულის ადვოკატი

ახალი დეტალები ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებულების საქმეზე.

ირკვევა, რომ  ბრალდებულების ნაწილი სასჯელს საპატიმროში უკვე იხდიდა და გამოზიების ვერსიით, ქურდულ სამყაროსთან კომუნიკაცია ციხიდან ჰქონდა.

პირების ნაწილი უკვე გასამართლებულია სხვადასხვა მუხლით, თუმცა დღეს გამომძიებლებმა ბრალი კიდევ დაუმძიმეს. 11-ივე პირი მოსამართლის გადაწყვეტილების მოლოდინშია. შესაძლოა, სასამართლო პროცესი დღესვე გაიმართოს.

დაკავებულთა უფლედამცველები აცხადებენ, რომ ხმაურიანი დაკავებებით ხელისუფლება ცდილობს, გადაფაროს სუსი-ს საიდუმლო ფაილების სკანდალი. 

დაახლოებით 4 თვეა, ქარსიშვილი სხვა საქმეზეა დაკავებული და დღეს ვიგებთ, რომ მას ბრალი ქურდული სამყაროს წევრობისთვის წაუყენეს. თუ 4 თვის წინ არსებობდა შესაბამისი მასალა, პროკურატურა ვალდებული იყო, რეაგირება მოეხდინა მაშინვე. გამოდის, რომ ციხიდან მართავდა რაღაცას, თვითონ გაკვირვებული იყო ჩემს~ი დაცვის ქვეშ მყოფი, ეს აბსურდია. ჩემი აზრით, ეს ახალი ბრალი იმითაა გამოწვეული, რომ გამოქვეყნდა ფარული ჩანაწერები, ამის გადასაფარად შსს წარმოაჩენს, რომ იწერდა ამის და ამის გამო. - აცხადებს ადვოკატი .

ანალოგიურ პოზიციას აჟღერებენ სხვა ადვოკატებიც, მათი განმარტებით, საქმეში არ დევს არც წერილობითი, არც სხვა მტკიცებულება, რაც მათი დაცვის ქვეშ მყოფების მიერ ჩადენილ დანაშაულს წარმოაჩენს.