მკვლელობა თბილისში - ორთაჭალაში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს

მკვლელობა თბილისში - ორთაჭალაში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს. "პირველების" ინფორმაციის მომხდარზე 3 პირია დაკავებული, ერთს კი პოლიცია ქვეყნის მასშტაბით ამ დრომდე ეძებს.
"ტვ პირველმა" გაარკვია, რომ ახალგაზრდა კაცის ცხედარი ერთ-ერთი დაკავებულის სახლში გუშინ ეჭვმიტანილის დედამ იპოვა და პოლიციას შეატყობინა. კაცის ოჯახი ორი დღის განმავლობაში ეძებდა.
"პირველების" ინფორმაციით, სისხლიანი ანგარიშსწორება სავარაუდოდ, ფულის გამოძალვას უკავშირდება.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 376-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.