პროკურატურა ფორმალურ გამოძიებას აწარმოებს - ელისო კილაძე
გამოკითხვების სერია პროკურატურაში - უწყება ,,ქრონიკა +"-ის რედაქტორმა უკვე დატოვა. ის 2 საათის განმავლობაში იკითხებოდა. კილაძის განცხადებით, გამოკითხვის შემდეგ მას დარჩა განცდა, რომ პროკურატურა არ არის მოტივირებული, გამოიძიოს აღნიშნული დანაშაული.
გამოძიება არის აბსოლუტურად ფორმალური. მას აინტერესებს, დაადგინოს, ვინ არის ჰაკიმ-ფაშა, ვინ განათავსა ჩანაწერები ინტერნეტსივრცეში. კითხვები ძირითადად ეხებოდა ტექნიკურ მხარეს. რეალურად, საქმე გვაქვს სისტემურ დანაშაულთან - აცხადებს ჟურნალისტი, ელისო კილაძე.
ამ წუთებში გამოკითხვაზე იმყოფება ,,ფორმულას" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ნანა ინწკირველი, მოგვიანებით კი შოთაძის უწყებაში ელოდებიან ,,მთავარი არხისი" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას.