ავარია იგოეთი-ნატახტარის მონაკვეთზე - დაშავებულია 10-ზე მეტი პირი
საავტომობილო გზის იგოეთი-ნატახტარის მონაკვეთზე მიკროავტობუსი გადაბრუნდა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავდა 10-ზე მეტი ადამიანი. მიკროავტობუსი ზუგდიდიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა.
დაშავებულები კლინიკაში ამ წუთებში გადაჰყავთ.