გამარჯვების შემთხვევაში თბილისში ბიუჯეტის ხარჯით ველოსიპედების ქარხანა აშენდება- ლაშა ჩხარტიშვილი

17.09.21 15:49
გამარჯვების შემთხვევაში თბილისში ბიუჯეტის ხარჯით ველოსიპედების ქარხანა აშენდება- ლაშა ჩხარტიშვილი

აქცია ივანიშვილის სახლთან. ოლიგარქის ბიზნესცენტრთან ,,ლეიბორისტული პარტიის" თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი მივიდა. ლაშა ჩხარტიშვილმა ადგილზე დასაქმებისა და წვრილი მეწარმეობის მხარდაჭერის სახალხო გეგმის პრეზენტაცია გამართა. პარტიის სიის ნომერი გამარჯვების შემთხვევაში ხალხს ათასობით რეალური სამუშაო ადგილის შექმნას ჰპირდება.

წლების განმავლობაში ვხედავთ, რომ საქართველოს სიმდიდრეებს ივანიშვილი, კალაძე და მათთან დაკავშირებული პირები იყენებენ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი კიდევ უფრო გამდიდრებისთვის. ჩვენ ვაპირებთ, არა მხოლოდ ამას მოვუღოთ ბოლო, არამედ, გამარჯვების შემთხვევაში თბილისის ბიუჯეტით ხალხი დავასაქმოთ. თბილისის ბიუჯეტიდან დასაქმების ხეშესაწყობად გამოიყოფა 30 მილიონიანი გრანტი, ასევე ვაპირებთ ველოსიპედების ქარხნის მშენებლობას - განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა