ფინანსური სანქციები მოქალაქეებს - რა შემთხვევაში გადაიხდიან ფონდები აქტივისტების ჯარიმებს

22.02.25 15:32
ფინანსური სანქციები მოქალაქეებს - რა შემთხვევაში გადაიხდიან ფონდები აქტივისტების ჯარიმებს

ანტირუსული აქციებში მონაწილეობის გამო, ვახო გომელაურის უწყებამ ათასობით მოქალაქეს ფინანსური სანქცია უკვე დაუწესა - ხალხი გაჩერებას არ აპირებს და ისინი სამართლებრივ ბრძოლას აანონსებენ.

აქციების დროს დაზარალებულთა დახმარების ფონდებიც მოქალაქეებს ურჩევენ, რომ სახაზინო ტერორისგან თავის დასაცავად იდავონ ყველა ინსტანციაში. ამ გზით ევროპული მომავლის მცველები დროს მოიგებენ და ფონდებს ექნებათ საკმარისი დრო, დახმარებისთვის საჭირო თანხების მობილიზებისთვის.

იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეები ჯარიმებს ყველა ინსტანციაში არ გაასაჩივრებენ, მაშინ, ნანუკა ჟორჟოლიანის განმარტებით, ფონდები დაზარალებულებს არ დაეხმარებიან. 

მე მინდა მოვუწოდო ყველა აქციის მონაწილე დაჯარიმებულს, ან პირებს, რომელსაც დააჯარიმებენ. პირველ რიგში, ვისაც შეგიძლიათ, რომ არ გადაიხადოთ, არ გადაიხადოთ, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ყველაზე სწორი ნაბიჯი არის უარის თქმა მათ ამ არაკონსტიტუციურ სანქციებზე. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც მიბმული აქვთ კომპანიები, არიან ფინანსური ორგანიზაციის წარმომადგენლები და ხელი უნდა მოაწერონ. ვისაც სხვა გზა არ აქვს, გასაგებია, რომ ეს გზა უნდა აირჩიონ.

უნდა მოხდეს გასაჩივრება ყველა ინსტანციაში და ეს არის მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით ჯარიმების მეორე ნაწილის, რადგან შინაარსი სხვა აქვს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გასაჩივრდეს ყველა ინსტანციაში და ბოლომდე მივყვეთ და ამის შემდეგ თითოეულმა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ მარტო არავინ არ დავტოვებთ ჯარიმებთან ერთად. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფინანსების მოძიება და სწორი გზების ნახვა. ჩვენ გვჭირდება დრო და იმ შემთხვევაში თუ ჯარიმა არ იქნება ბოლომდე გასაჩივრებული, ჩვენ ამ ჯარიმას არ გადავიხდით", - ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.

მსგავსი სიახლეები