"გავუწიოთ წინააღმდეგობა რეჟიმს" - იურისტები მოქალაქეებს ჯარიმების გასაჩივრებას ურჩევენ
როგორ უნდა მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ რეჟიმის ფინანსური ტერორის ფარგლებში ასობით მოქალაქესთან ერთად აღმოვჩნდით? უფლებადამცველებმა სრული მობილიზაცია გამოაცხადეს. ისინი აქციის მონაწილეებს ურჩევენ, ყველა უკანონო ჯარიმა, რომელსაც რეჟიმი გამოწერს, ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროში, შემდეგ კი სასამართლოში გაასაჩივრონ.
ჯარიმის გასაჩივრების შემდეგ სარჩელის განსახილველად შსს-ს 10 დღიანი ვადა აქვს. არდაკმაყოფილების შემთხვევაში კი მოქალაქეს ჯარიმის გასაჩივრება უკვე სასამართლოში შეუძლია. იურისტების თქმით, თუკი ყველა დაჯარიმებული მისთვის გამოწერილ ჯარიმას გაასაჩივრებს, სისტემა გადაიტვირთება და მოქალაქეებს ექნებათ გონივრული ვადა, რომ ქმედითი ნაბიჯები გადადგან.
მეტი დრო უნდა მოვუგოთ და მეტხანს გავწელოთ ეს პროცესი. ამისთვის აუცილებელია, რომ როდესაც ჩაგაბარებენ ამ ჯარიმას, გაასაჩივროთ შსს-ში, პირველ რიგში. შსს ამას არ დააკმაყოფილებს, მაგრამ ეს უნდა გაასაჩივროთ შემდგომ სასამართლოში. ორ ინსტანციაში არის ამის გასაჩივრება შესაძლებელი. ბევრი იურისტი, არასამთავრობო ორგანიზაციები არიან მზად, რომ სრულიად უფასოდ მოგემსახურონ ამ საჩივრის შეტანაში. ბაჟის გადადხა არ მოითხოვება სასამართლოშ ამ საჩივრის შეტანისას, ამიტომ სრულიად უფასოდ შეგიძლიათ, გაასაჩივროთ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია,რ ომ გაასაჩივრებთ ამ ოქმებს, ამ პერიოდის განმავლოვაში კანონში პირდაპირ წერია, რომ თქვენ არ გევალებათ ჯარიმის გადახდა. ამგვარად, მნიშნელოვანია, რომ გავუწიოთ წინააღმდეგობა რეჟიმს იმისთვის, რომ რაც მეტხანს გაგრძელდება პროტესტი, მით უფრო სუსტდება რეჟიმი, - ამბობს იურისტი ნიკა სიმონიშვილი.