გაფრინდაშვილი ,,ნეთფლიქსის" წინააღმდეგ - ცნობილი მოჭადრაკე ამერიკულ კომპანიას სასამართლოში უჩივის

17.09.21 18:13
გაფრინდაშვილი ,,ნეთფლიქსის" წინააღმდეგ - ცნობილი მოჭადრაკე ამერიკულ კომპანიას სასამართლოში უჩივის

ლეგანდარული ქართველი მოჭადრაკე ნეტფლიქსის წინააღდმდეგ. ნონა გაფრინდაშვილი ამერიკულ კომპანიას სასამართლოში უჩივის. საქმე ეხება მინისერიალ „დედოფლის გამბიტს“, სადაც ნახსენებია, რომ ნონა გაფრინდაშვილს კაც მოჭადრაკესთან არასდროს უთამაშია, მაშინ როდესაც ჭადრაკის ლეგენდა 1963 წლიდან მამაკაცთა ტურნირებზე წარმატებით მონაწილეობდა. სარჩელში ასევე წერია, რომ დამატებითი შეურაცხყოფაა Netflix-ის მიერ გაფრინდაშვილის, როგორც რუსი მოჭადრაკის, წარმოჩენა. ქართველი მოჭადრაკე მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად სულ მცირე 5 მილიონ დოლარს მოითხოვს. ნონა გაფრინდაშვილის უფლებებს ყოფილი პროკურორი, მაია მწარიაშვილი, იცავს.

სავარაუდოდ, ნეთფლიქსი გამოხატვის შესახებ კანონს ამოეფარება, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ფილმი მოგონილია და მოგონილი პერსონაჟის გარშემო ვითარდება მოვლენები, ის უთითებს რეალურ ადამიანზე და ამიტომაც ამ ადამიანის შესახებ რეალური ინფორმაცია უნდა გაავრცელოს და ფაქტები არ უნდა დაამახინჯოს. ქალბატონმა ნონამ ,,ნიუ იორკ ტაიმსთან" ინტერვიუში განაცხადა, მთელი ჩემი ცხოვრება დაამახინჯესო. ჩვენ გადავწყვიტეთ, ვიდავოთ. რატომ არა ქართულ სასამართლოში? ქალბატონმა ნონამ გადაწყვიტა, რომ სახელგატეხილ ქართულ სასამართლოში დავა არ სურს. - განაცხადა ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა.

მსგავსი სიახლეები