დიდთოვლობას გურიაში მსხვერპლი მოჰყვა - გარესამყაროს არის მოწყვეტილი სოფლები, მოსახლეობას არ მიეწოდება ელექტროენერგია
გურიაში დიდთოვლობას მსხვერპლი მოჰყვა. ახალგაზრდა მამაკაცი სახლის გადათოვლის დროს სახურდავიდან ჩამოვარდა და გარდაიცვალა.
ვითარება მთელს რეგიონში უკდიურესად მძიმეა. "პირველების" კორესპოდენტი ადგილიდან იუწყება, რომ ათობით სოფელი გარესამყაროს არის მოწყვეტილი. მისივე თქმით, უამრავი ოჯახი სახლ-კარის გარეშეა დარჩენილი.
ყველაზე მძიმე ვითარება მაღალმთიან გურიაშია - ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტების მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 2 მეტრს აღწევს. მოსახლეობის თქმით, ვერ ხერხდება გზის გაწმენდა. ასობით ადამიანი სტიქიის ეპიცენტრში ელექტროენერგიის და გათბობის გარეშეა ჩარჩენილი და მათ გამოყვანას ვერავინ ახერხებს. სჭირდებათ საკვები, მედიკამენტები, მაგრამ რეგიონეში ვერც ავტომობილები, ვერც მძიმე ტექნიკა და ვერც სასწრაფო დახმარების ჯგუფები ვერ გადაადგილდებიან. ხალხი შველას ითხოვს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ასეთი დიდთოვლობა 1985 წლის შემდეგ არ ახსოვთ, თუმცა მათი თქმით, მაშინ სტიქიას ასეთი პრობლემები არ შეუქმნია, რადგან ტექნიკა გზას წმენდდა, ახლა კი ოზურგეთში, სადაც ჩვენი კორესპოდენტი იმყოფება და ცენტრალურ მონაკვეთზე გადაადგილდება, სპეცტექნიკა საერთოდ არ ჩანს. ჩამოყრილია ინტერნეტის და ელექტროენერგიის კაბელები. მოსახლეობა სამხედრო ძალის ჩართვას ითხოვს და ე.წ ხელისუფლებას მოქმედებისკენ მოუწოდებს.