მედია: ნატანებში ქალი გარდაიცვალა, რომელიც მოხუც დედას უვლიდა, დიდთოვლობის გამო ოჯახში მისვლა ვერ ხერხდება

25.02.25 14:18
მედია: ნატანებში ქალი გარდაიცვალა, რომელიც მოხუც დედას უვლიდა, დიდთოვლობის გამო ოჯახში მისვლა ვერ ხერხდება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ნატანების თემის სოფელ ჯაფარეულში გარდაიცვალა ქალი, რომელიც სახლში დავრდომილ 85 წლის დედას უვლიდა - ინფორმაციას ადგილობრივი მედია "გურიის მოამბე" ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მეზობლები დიდთოვლობის გამო გარდაცვლილის საცხოვრებელ სახლში, სადაც ახლა უმწეო მოხუცი მარტოა მიცვალებულთან, მისვლას ვერ ახერხებენ.

guriismoambe.com- ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, გარდაცვალების მიზეზი სავარუდოდ დიაბეტი გახდა, მძიმე მდგომარეობასი მყოფ ადამიანტან სასწრაფომ ან მისვლა ვერ მოახერხა ანაც უსუქობის გამო ქალბატონმა ტელეფონი ვერ დამუხტა და სესაბამისად სასწრაფოც ვერ გამოიძახა.

 

მსგავსი სიახლეები