ცოცხალი ქალი, რომელსაც იუსტიციის სახლში უმტკიცებენ, რომ გარდაცვლილია
83 წლის თალიკო თავაძე რამდენიმე თვის წინ, ქუთაისის ერთ ერთ კლინიკაში მოხვდა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაურესების გამო, თუმცა სავადმყოფო მალევე დატოვა. შემთხვევის შემდეგ კი ხანდაზმულ ქალს პენსია შეუწყვიტეს.
უკვე მეოთხე თვეა თალიკო თავაძე სოციაულურ მომსახურების სააგენტოსა და იუსტიციის სახლში ამტკიცებს, რომ ცოცხალია, თუმცა უშედეგოდ. ქალი ამოიღეს საარჩევნო სიიდანაც.