სასტიკად მოკლული ნიკა კვარაცხელიას ოჯახის პირველი კომენტარი (ვიდეო)

18.09.21 18:49
სასტიკად მოკლული ნიკა კვარაცხელიას ოჯახის პირველი კომენტარი (ვიდეო)

ფიქრის გორაზე მოკლული 22 წლის ნიკა კვარაცხელიას ოჯახი მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს - გარდაცვლილის მამიდა, ნანი კვარაცხელია აღნიშნავს, რომ ნიკას კრიმინალურ სამყაროსთან კავშირი არ ჰქონდა.

ძალიან გთხოვთ, არ ისარგებლოთ ჩვენი ოჯახის ტრაგედიით, არ დამიმახინჯოთ ფაქტები, პატივი ეცით ნიკოს ხსოვნას. მადლიერი ვარ, ნიკოს რომ ასე მოიხსენიებთ. არ შეფუთოთ ეს კრიმინალური გარჩევით, არანაირი კავშირი ნიკოს ამ სამყაროსთან არ აქვს. ნუ აკიდებთ ცოდვებს ბავშვს, ჩემს ოჯახს.

ჩემს ძმას ამხელა დანაშაულები რომ ჰქონოდა, თავის ცოლ-შვილს შუაგულ ქალაქში 5 შვილით არ აცხოვრებდა. ჩვენ მთელი ნათესავები ამდენი წელია აქ ვცხოვრობთ, არანაირი საფრთხე ჩვენ არავისგან არ გვიგრძნია. არავისი არასდროს შეგვშინებია, იმიტომ, რომ ღვთისა და ქვეყნის წინაშე მართლები ვიყავით. დაწყნარდება ეს სიტუაცია, გაირკვევა მტყუან-მართალი", - ამბობს ნიკა კვარაცხელიას მამიდა.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები